გასართობი პორტალი
მთავარი თხოვნები
Movies Games




the sims 2

ამაშის აღწერა:

„სიმები 2“-ში მოთამაშეები მართავენ პერსონაჟებს, რომლებსაც „სიმები“ ეწოდება. თამაშის დროს, რეალური ცხოვრების მსგავსად, სიმებს შეუძლიათ ვირტუალურ გარემოში გადაადგილება, გარკვეული საქმით დაკავება და სხვა სიმებთან ურთიერთობების აწყობა. „სიმები 2“-ს არ აქვს გამოკვეთილი საბოლოო მიზანი, მისთვის დამახასიათებელია ღია დასასრული. მაგრამ, სამაგიეროდ, მის გმირებს აქვთ მიზნები, მოთხოვნილებები, სხვადასხვა შიში, რომელთაც შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათზე.

სიმები

სიმები არიან პერსონაჟები, რომელთაც მოთამაშე მართავს და „სიმები 2“-ის ღია თამაშის მთავარი მამოძრავებლები არიან. მოთამაშის სიმები განიცდიან რეალურის მსგავს ისეთ ცხოვრებისეულ პერიპეტიებს, როგორებიცაა მუშაობა, ქორწინება, ბავშვების გაჩენა და საბოლოოდ — სიკვდილი.

ფიზიოლოგია

ადამიანის მსგავსად, სიმებსაც გარკვეული ძალა ამოძრავებთ: მათ აქვთ მოთხოვნილებები; უყალიბდებათ ოცნებები და მიზნები და ავლენენ თავიანთ ინდივიდუალობას. ისინი ცხოვრების ექვს ეტაპს გადიან: ჩვილობის, თოთოობის, ბავშვობის, თინეიჯერობის, ზრდასრულობის და ხანდაზმულობის პერიოდებს („სიმები 2: უნივერსიტეტს“ ცხოვრების დამატებითი ეტაპი აქვს — მოზარდი: სიმი, რომელიც კოლეჯში სწავლას ირჩევს). სიმები ბუნებრივად კვდებიან, ანუ ცხოვრების ხანდაზმულობის პერიოდში განვლილი რამდენიმე დღის შემდეგ. დღეების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მაღალი იყო განხორციელებული მისწრაფებების (ინგლ. Aspirations) საერთო ქულა ხანდაზმულობის ასაკში შესვლისას. ყოველ ეტაპზე სიმის ცხოვრებაში ახალი გარემოებები ჩნდება, რომლებსაც მოთამაშე უნდა შეეგუოს. მაგალითად, ხანდაზმულები შედარებით ნელა მოძრაობენ, ხოლო ბავშვები გამუდმებით ტირიან.
თამაშის პირველი ვარიანტის მსგავსად, სიმებს მოთხოვნილებებიც გააჩნიათ. მოზრდილ სიმს რვა ასეთი მოთხოვნილება (ანუ „მოტივი“) აქვს: დაწყებული პერიოდული მოთხოვნებით — როგორებიცაა „დაცლა“ (ინგლ. Bladder) ანუ მოშარდვა და „ენერგია“ (ინგლ. Energy) ანუ ძილის სურვილი, უფრო ეფემერული ხასიათის საჭიროებამდე — მაგალითად, „სოციალური“ (ინგლ. Social) კონტაქტები და სასიამოვნო „გარემო“ (ინგლ. Environment). თამაშში, ეს მოთხოვნილებები გრაფიკული ზოლების სახითაა წარმოდგენილი, სადაც მწვანე (სავსე) თანდათანობით იცლება და ხდება წითელი (ნაკლული). სიმი, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილება „გაუწითლდება“, მოითხოვს ან დაუყონებლივ გვაიძულებს მივიღოთ ზომები, რათა „შევავსოთ“ იგი. (მაგალითად, თუ „შიმშილის“ (ინგლ. Hunger) მაჩვნებელია ცარიელი, სიმი მივა მაცივართან და ქექვას დაიწყებს). სხვა ცარიელი მაჩვენებლებიც იწვევენ გარკვეულ ქმედებებს (თუ „ენერგიის“ მაჩვენებელია ცარიელი, სიმი გაითიშება; თინეიჯერი, ზრდასრული ან მოხუცი სიმი, რომელთაც „შიმშილის“ მაჩვენებელი აქვთ ცარიელი, შეიძლება მოკვდეს, ხოლო სიმი ცარიელი „დაცლის“ მაჩვენებლით ჩაისველებს). ყველა ეს მოთხოვნა ასევე გაერთიანებულია ერთ მაჩვენებელშიც, რომლის ფერიც აისახება ბრილიანტის სახით ყოველი სიმის თავზე. სიახლე პოპულარული თამაშის მეორე ნაწილში არის ე. წ. „მისწრაფებები“ (ინგლ. Aspirations), რომლებმაც შეიძლება გაგვახსენოს თვითდამკვიდრება ანდა ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნება. თოთოობისა და ბავშვობის პერიოდში, სიმები მხოლოდ გაზრდისკენ ისწრაფვიან, ხოლო როგორც კი თინეიჯერობის ასაკს მიაღწევენ მოთამაშე თავად ურჩევს მათ ხუთი ცხოვრებისეული მიზნიდან ერთ-ერთს: ოჯახი (ინგლ. Family — ძლიერი მეგობრობა ოჯახის წევრებთან, შვილების და შვილიშვილების ყოლის სურვილი, მეგობრობა მეზობლებთან), იღბალი (ინგლ. Fortune — კეთილდღეობა და ავტორიტეტი), ცოდნა (ინგლ. Knowledge — სწავლა წიგნებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან), პოპულარობა (ინგლ. Popularity — ბევრი მეგობარი და საზოგადოებაში ხშირი ტრიალი) და სიყვარული (ინგლ. Romance — ხშირი და სხვადასხვა რომანტიკული ურთიერთობები). ყოველ სიმს აქვს სურვილები და შიშები, რომლებიც პირდაპირ შეესაბამებიან მის მისწრაფებებს, ცხოვრების პერიოდს და აწმყო გარემოებებს. როცა სურვილი კმაყოფილდება, მაგალითად „ვინმესთან დამეგობრება“, მისწრაფებების მაჩვენებელს ემატება ქულები და სურვილის სიძლიერის შესაბამისად, გარკვეულ დონემდე იზრდება. და საპირისპიროდ, შიშის ახდენისას, მაგალითად მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისწრაფებების მაჩვენებელი იკლებს. თვითონ ეს მაჩვენებელი, ექვსი დონისგან შედგება: ყველაზე მაღალია პლატინის, შემდეგ მოდის ოქრო, მათ მოსდევს ორი მწვანე და ორიც წითელი ხაზი. მოვლენების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მაჩვენებელი მცირე რაოდენობით ყოველ საათში თავისით იკლებს. მისწრაფებების მაჩვენებელი ზოგადად სიმის კმაყოფილების დონეს განსაზღვრავს: პლატინის დონეზე მყოფი სიმი ცხოვრებაში რეალიზებულია, დამჯერია და ისეთ დავალებებსაც ასრულებს, რომლებიც არ უყვარს; თუ მაჩვენებელი წითელია, სიმებს ხშირად ნერვული აშლილობები ემართებათ და შესაბამისად, სჭირდებათ მკურნალობა ფსიქიატრთან, რომელიც ავტომატურად ჩნდება თამაშში. მისწრაფებების მაჩვენებელი ასევე განსაზღვრავს ხანდაზმულ ასაკში სიკვდილამდე ცხოვრების ხანგრძლივობას. და ბოლოს, სიმის ცხოვრების მანძილზე დაგროვილი მისწრაფებების ქულები თამაშში რეგულარულად ჯამდება და ნებისმიერ დროს, მათი საშუალებით ისეთი სპეციალური ობიექტების შეძენა შეიძლება, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობი გააჩნიათ. მაგალითად, მოაქვთ ფული ან ზრდიან სიხოცხლის ხანგრძლივობას.
თამაშის პუნქტი ხასიათი განსაზღვრავს სიმის ქცევის თავისებურებებს. იგი ხუთი ქვეპუნქტისგან შედგება, რომლებშიც მოთამაშეს „წერტილების“ გადალაგება შეუძლია, რათა სიმის უნიკალური ხასიათი შექმნას: მაგალითად, სიმი შეიძლება იყოს აქტიური, ზარმაცი ან შუალედური. ყოველივე ეს განსაზღვრავს სიმის სწავლის უნარს, მისი მოთხოვნილებათა კლების/მატების სისწრაფეს, ურთიერთობების ტიპებს, რომლებშიც იგი დამოუკიდებლად ჩაებმება და მოთამაშის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — სკოლაში ან სამსახურში — მეგობრების გაჩენის ალბათობას.
ყველა სიმი ლაპარაკობს სიმლურ ენაზე, რომელიც თამაშის პირველ ნაწილში — „სიმები“-ში გამოჩნდა. სიმილური რამდენიმე ენის ნაზავია, რომელიც სიმებს თავიანთი ემოციების და რეაქციების ხმით გამოხატვაში ეხმარება. ამას გარდა, სიმღერები რადიოში და ტელეგადაცემები ასევე სიმილურ ენაზეა შესრულებული.

ცხოვრების წესი

სიმის ცხოვრება ძალიან ჰგავს ადამიანისას: ჩვილობის შემდეგ, იგი მიდის სკოლაში, იჩენს მეგობრებს, შეიძლება დაიწყოს მუშაობა და მიაღწიოს მიზნებს. ბავშვებმა აუცილებლად უნდა იარონ სკოლაში, თორემ არსებობს საშიშროება, რომ მათ სოციალური მუშაკი მოაშორებს ოჯახს. თინეიჯერ, ზრდასრულ ან ხანდაზმულ სიმს შეიძლება ჰქონეს კარიერა, რომელიც მას მუდმივ შემოსავალს მოუტანს. მაგალითად ბიზნესში ან მეცნიერებაში, კარიერული წინსვლა მოითხოვს კონკრეტული უნარების გარკვეულ დონეზე ფლობას; ისევე, როგორც რამდენიმე ოჯახის მეგობრის ყოლას.
ერთმანეთში სიმებს ორი სახის ურთიერთობა აქვთ: ყოველდღიური და ცხოვრებისეული. ყოველდღიურ ურთიერთობებს განაპირობს სხვა სიმებთან ახალი ურთიერთობა, ხოლო ცხოვრებისეული ურთიერთობები გამოხატავს ორი სიმის უერთიერთობას მთელი ცხოვრების მანძილზე. ცხოვრებისეული ურთიერთობები დროთა განმავლობაში მტკიცდება, ხოლო ყოველდღიური ურთიერთობები ხშირი კონტაქტის არქონის შემთხვევაში სუსტება. სასიყვარულო ურთიერთობები, ჰეტეროსექსუალურიც და ჰომოსექსუალურიც, ქორწინებით სრულდება.
სიმს სიკვდილი რამდენიმე გზით შეუძლია. თუ სიმი ხანდაზმულობის ასაკის ბოლო სტადიას მიაღწევს, იგი სიბერისგან გარდაიცვლება. მაგრამ ამავდროულად, შეიძლება სიმის ნაადრევი სიკვდილიც, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს: დენის დარტყმამ, შიმშილმა, დაავადებამ, შიშმა, ხანძარმა, წყალში დახრჩობამ და სხვა. სიკვდილის შემდეგ, სიმის მაგივრად, ჩნდება საფლავის ქვა ან ურნა, რომელსაც გარდაცვლილის სული განაგებს და სანამ ეს ობიექტი სახლის ტერიტორიაზე რჩება, მოჩვენება ოჯახის დანარჩენ წევრებს არ მოასვენებს. მოჩვენება სიმებს ცხოვრებას უმწარებს — აღვიძებს მათ, ჩნდება ყველაზე მოულოდნელ წუთებში, უშვებს ონკანებში წყალს, აღებს და ხურავს მაცივრის კარს და ზოჯერ, სიმის სიკვდილამდე შეშინებაც კი შეუძლია.
სიკვდილის შემდეგ, სიმის გაკონტროლება შეუძლებელია. „სიმები 2“-ში სიკვდილი მოაქვს ცელიან სიკვდილს, რომელიც ლაბადაშია გამოწყობილი და ხელში ცელი უჭირავს. ზოჯერ შესაძლებელია სიმის გადარჩენა; ამ შემთხვევაში, ახლო მეგობარმა სიკვდილს მოწყალება უნდა სთხოვოს.

ცხოვრება

სიმები დასახლებულნი არიან სამეზობლოებად (ინგლ. neighborhoods), რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ: სიმებს ერთი სამეზობლოდან სხვაში ურთიერთობა არ შეუძლიათ. სურვილისამებრ, შესაძლებელია კონკრეტული დასახლებული ტერიტორიის სხვა სამეზობლოში ხელით გადატანა. თამაშს „სიმები 2“ სამი უკვე მზა სამეზობლო მოყვება, რომელიც კომპანია „მაქსისმა“ შექმნა. მათი სახელებია: პლეზენთვიუ, სთრეინჯთაუნი და ვერონავილი. (ინგლ. Pleasantview, Strangetown, Veronaville). თითოეული ეს სამეზობლო საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დასახლებული ტერიტორიებისგან შედგება. თავიანთ სახლებს სიმები საცხოვრებელ ტერიტორიებზე (ინგლ. Residential Lots) აშენებენ, სადაც შემდეგ ცხოვრობენ კიდეც. საზოგადოებრივ ტერიტორიებს კი სიმები გასართობად (აუზი, მაღაზიები) სტუმრობენ. სამეზობლოს შექმნა თავად მოთამაშესაც შეუძლია. პლეზენთვიუში ცხოვრებს თამაშის პირველი ნაწილის — „სიმების“ პერსონაჟების უმეტესობა და რამდენიმე ახალი გმირი; სთრეინჯთაუნი წააგავს სახელგანთქმულ ამერიკულ „ზონა 51“-ს, ხოლო ვერონავილის მცხოვრებლები ძალიან მოგვაგონებს შექსპირის პერსონაჟებს, განსაკუთრებით „შუაზაფხულის ღამის სიზმრიდან“ (ერთ-ერთი ოჯახის გვარია Summerdream (ზაფხულის სიზმარი)) და „რომეო და ჯულიეტადან“ (პერსონაჟები რომეო და ჯულიეტა გვარებით Capp და Monty, რაც ორიგინალის — კაპულეტის და მონტეგის შემოკლებული ვარიანტებია).

სიუჟეტი

მართალია თამაშს ღია დასასრული აქვს, მაგრამ „სიმები 2“, გარკვეულწილად, პერსონაჟების პირად ისტორიებზეა აგებული. თამაშს ჩანაფიქრში ერთგვარი სიუჟეტური წინაპირობა აქვს. ამაზე კი ფოტოალბომის შექმნის მრავალმხრივი ფუნქციები მიუთითებს. მაგალითად, სამეზობლოს ფოტო ალბომი, სადაც შეიძლება ქრონოლოგიურად შევინახოთ და კომენტარი გავუკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, სიმებს და ა. შ. თითოეულ სამეზობლოს, რომელიც თამაშსს მზა სახით მოყვება, თავისი სიუჟეტური ხაზი (ისტორია) გააჩნია, რომელიც ფოტოალბომებისგან და სიმების პირადი ბიოგრაფიებისგან შედგება, თუმცა ამ კონკრეტული გმირებით თამაშსაც ღია დასასრული აქვს. შესაძლებელია, მოცემული ხაზის სრულად უგულვებელყოფაც.

„სიმები 2“ ნაწილობრივ ეფუძნება „სიმების“ თავდაპირველ სიუჟეტურ ხაზს. მასში იგივე ოჯახები მონაწილეობენ, რომლებიც პირველ თამაშში იყვნენ. ზოგიერთი ოჯახი, რომელიც „სიმები 2“-ს მოყვება, ერთგავარად მიგვანიშნებენ, რომ მოვლენები ამ თამაშში პირველი ვარიანტიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება.
რთული სამემკვიდრეო სისტემის გათვალისწინებით, „სიმები 2“-ში არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც თამაშის ამ ნაწილს პირველთან მჭიდროდ აკავშირებს. ბროუკების ოჯახს, რომელიც პირველ თამაშშიც მონაწილეობდა, ამჯერად რამდენიმე ახალი წევრი ჰყავს თავის გენეალოგიურ ხეში. გოთების ოჯახი კანონიკური ელემენტია სიმების სერიის თამაშებში. ამ თამაშში, მათი ქალიშვილი — კასანდრა, პირველი ვერსიის შემდეგ, დაქალებულია და ქორწინებისთვის ემზადება, რაც დროის სვლაზე მიუთითებს. წინა ვერსიიდან გადმოსული ოჯახებიდან საგულისხმოა პლეზანტების და ბერბების ოჯახები. ერთ-ერთი ახალი ოჯახის სიძე იყო მაიკლ ბეჩელორი, რომელიც ახლა გარდაცვლილია და „სიმები 2“-ში იგი ბელა გოთის ძმადაც გვევლინება. მორტიმერისა და ბელა გოთების შვილი და კასანდრას უმცროსი ძმა — ალექსანდერ გოთი, თამაშის დაწყებამდე დაიბადა. ასევე, ბელა გოთი თამაშის დაწყებისთანავე ქრება, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი ან უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს ან თავისი ნებით გაიქცა. ამას გარდა, თამაშის სხვა სამეზობლოში — სთრეინჯთაუნში ცხოვრობს ქალაქელი პერსონაჟი სახელად ბელა. იგი შეიძლება დაკარგულ ბელა გოთს დავუკავშიროთ.


ინფორმაცია თამაშზე :

გამოშვების წელი: 2004
ჟანრი: ცხოვრების სიმულირების თამაში
ვერსია: სრული
ენა: სხვადასხვა
მწარმოებელი: მაქსისი
გამომცემელი: იეი გეიმსი (PC) ასპირი (Mac)
დიზაინერები: ჯამარ სლოული, პატრიკ ჯეი. ბარეტ III, მეთიუ სი. ბრაუნი, კუპერ ბაქინგჰემი, კასპერ სენტოვსკი, ჯენა ჩალმერსი, შენონ კუპური, მაიკლ კოქსი, ემი დალასი, კევინ გიბსონი, დანიელ ჰაიატი, კევინ ჰოგანი, ჰანტერ ჰოუი, კრეიგტონ ჰარტი, ტრეივორ ჯალოვიცი, ლინდსეი მაქგაუ, ეშლი მონიფი, სოლვვეი დეპერსონი, ტოდ რიმონი, კანა რაიენი, ლაურინ უილერი, ჯენი იანგი
გენერატორი: პირობითი
მედია: CD, DVD


დაყენების წესი:

*გახსენით DAEMON Tools-ით A დისკი
*დააინსტალირეთ
*ითამაშეთ

სერიული ნომერი: BKUL-CS68-J6AT-37Y7-KX4F
_CD1
_CD2
_CD3
_CD4
   




ავტორი: drunk teens mpeg
I should notify you about this.
--------------------
დამატებულია: 2009-07-24 | Spam
ავტორი: marika
au raaari raaa 2 saatis ganmalobashi viwerdi tamashss daa ar gamixsnaa ratoo ?
--------------------
დამატებულია: 2009-03-09 | Spam
ავტორი: marika
auu ver viwer da rogor gadmovweroo ragac kodi chirdeba daa
--------------------
დამატებულია: 2009-03-09 | Spam








Designed And Powered By Amo-Web Studio Skype ID:amiran_03 Yahoo ID:komaroveli3