ჟანრი: კომედია, მელოდრამა გამოშვება: 02 თებერვალი 2007 რეჟისორი: მაიქლ ლემანი სტუდია: გოლდ სიორქლ ფილმსი როლებში: გებრიელ მახტი, მენდი მური, ლორენ გრემი, დაიან ქიტონი, ტომ ევერეთ სკოტი
ფილმის მიმოხილვა ო, ეს დედები! ისინი ხომ ვერ მოისვენებენ, სანამ თავისი საყვარელი შვილების ცხოვრებას არ მოაწყობენ? ეილინი - ზუსტად ასეთი დედების ჯიშიდანაა. მისი ორი უფროსი ქალიშვილი იღბლიანად გათხოვდა, უმცროსს კი დაოჯახების საკითხთან ვერაფრით ეწყობა. ჭკვიანიცაა, ლამაზიც, თაყვანისმცემლები კი დიდ ხანს არ უჩერდებიან. მზრუნველი დედიკო ხომ არ მიოატოვებს თავის პატარას გასაჭირში?.. ეილინს ბევრი არ უფიქრია და შვილისგან საიდუმლოდ გაზეთში განცხადება განათავსა. უამრავი კანდიდატიდან ელინმა მომხიბვლელი ჯეისონი ამოარჩია და გადაწყვიტა მილისთვის წარმოედგინა. მაგრამ, განცხადებას კიდევ ერთი მსურველი გამოეხმაურება - წყნარი მორიდებული მასწავლებელი სახელად ჯონი. ის ეილინს სულაც არ მისწონს და ის სცდილობს ქალიშვილი გადაარწმუნოს, მაგრამ გოგონამ უფრო საინტერესო ვარიანტს მიაგნო - ის ორივეს ხვდება...
|